გაყალბება საარჩევნო უბნებზე - რა კადრები გადაიღო კამერებმა არჩევნების დღეს (ვიდეო)
პოლიტიკა - 16:07, 21 Oct, 2016     4123


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პირველმა ნომერმა ბათუმში ლევან ვარშალომიძემ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით კიდევ ოთხი ვიდეო მასალა წარადგინა:

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ ვიდეო ფაილებზე მუშაობას, რომელიც არჩევნების დღეს, უბნებზე მყოფმა კამერებმა გადაიღეს.

ვიდეო ფაილებში, წარმოუდგენელი რაოდენობის სხვადასხვა სახის დარღვევებს ვხვდებით, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ აჭარაში არჩევნები გაყალბდა.

დღეს წარმოვადგინე, დამატებით რამოდენიმე ვიდეო.

ვიდეო -1.

მოქმედება ხდება ხალაში, 68-ე ოლქის 46-ე უბანზე.

მამაკაცი მიდის საარჩევნო კაბინასთან, (რომელიც მოგეხსენებათ არ არის ზემოდან გადახურული) კაბინაში, არჩევანის გასაკეთებლად შესულ მოქალაქეს, ზემოდან, ტელეფონის მეშვეობით უღებს ფოტო ან ვიდეო კადრს, ანუ აფიქსირებს მოქალაქის არჩევანს. შემდგომ ხელიდან ართმევს ბიულეტინებს და უმოწმებს.

(ცნობისთვის: ეს ახალგაზრდა გახლავთ, შუშანა დავითაძის ვაჟი)

ვიდეო-2

მოქმედება ხდება 70-ე ოლქის 91-ე და 92-ე უბანზე, სადაც გვერდი-გვერდ მდებარე ორივე უნაბზე შედის ერთი და

ვიდეო - 3.იგივე მოქალაქე და აკეთებს არჩევანს.

69-ე ოლქის 6-ე უბანზე, ხმის დათვლის დროს, უბანში მყოფი არაუფლებამოსილი პირი, (ქალბატონი შესაბამისი ბეიჯის გარეშე გადაადგილდება) იღებს ბიულეტინს და მალავს ან იპარავს.

ვიდეო-4

69-ე ოლქის 6-ე უბნის კადრებში, ასევე ვხედავთ ბიულეტინს, რომელზეც შემოხაზულია სხვადასხვა პარტიის რამოდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რის გამოც ბიულეტინი უნდა იყოს ბათილი, თუმცა, იგი სრულიად უკანონოდ ეთვლება "ქართულ ოცნებას".

P.S. ჩემი შეკითხვა, რომელიც არაერთხელ დავსვი, ისევ ძალაშია :

რა რეაგირება მოჰყვება, ხელვაჩაურის რაიონის "ქართული ოცნების" ოფისში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების და მოადგილეების ორგანიზებულად მისვლას?

"ცესკო" და "უსკო", ისევ ამ ხალხის მეშვეობით აპირებს მე-2 ტურის ჩატარებას თუ აპირებენ შესაბამისი ზომების გატარებას?

იმედს ვიტოვებ, ამ უწყებების წარმომადგენლები, კანონის თანახმად, მოვალეობის ფარგლებში, შეკითხვაზე გასცემენ პასუხს და საზოგადოებას გააცნობენ მათ პოზიციას“, - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42