არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა - ,,მოვითხოვთ დამკვირვებელთა ხელშეშლის ფაქტებზე რეაგირებას“
პოლიტიკა - 15:54, 21 Oct, 2016     1185
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია დამკვირვებელთა ხელის შეშლის ფაქტებზე სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ამასთან დაკავშრებით სამოქაოაქო სექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების თაობაზე. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და ეფექტურად წარმართონ გამოძიება ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილე პირთა დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი:

დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს ზუგდიდის #79 საარჩევნო უბანი, რა დროსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის 3 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ ინციდენტი. დამკვირვებელთა ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ზუგდიდის #79-ე და #108-ე უბნებზე პოლიციამ ვერ განახორციელა სათანადო რეაგირება. დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბნებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი:

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გიორგი ტყებუჩავა 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრას მარნეულის #35 საარჩევნო ოლქში, ქეშალოს#37 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა, სადაც მას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ფაიაზ ველიევმა და თავმჯდომარის მოადგილემ საამედ გაჯიევმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტიგადაიღოსაერთოსამოქალაქომოძრაობა„მრავალეროვანისაქართველოს“ დამკვირვებელმა, სადაცჩანს, თუროგორუყვირისკომისიისთავმჯდომარისმოადგილე, საამედგაჯიევიადამიანისუფლებათაცენტრისდამკვირვებელსდაუხეშადხელითაცეხება.

ქეშალოს #37-ე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაცმოწმეები გამოიკითხნენ ალგეთის პოლიციის დეპარტამენტში. პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 1621- მუხლის საფუძველზე („კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“).

გიორგი ტყებუჩავას სხეულზე არსებულ დაზიანებებზე მეორე დღეს ჩატარდა ექსპერტიზა.თუმცა, დამკვირვებელს დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი და კვლავ არ არიან პასუხისგებაში მიცემული დამნაშავე პირები.

შემაშფოთებელია, რომ შემთხვევაზე საარჩევნო ადმინისტრაციას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და არ დაუწყია ადმინისტრაციული წარმოება ქეშალოს #37-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელთა საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები:

შემაშფოთებელია კენჭისყრის დღეს დამკვირვებლებისადმი აგრესიული დამოკიდებულებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის სხვა ფაქტებიც, რასაც სათანადო რეაგირება უნდა მიეცეს.

მაგალითად, ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს უბნის დარბევას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის #108-ე უბანზე, რა დროსაც საფრთხე შეექმნა უბანზე მყოფ პირებს, მათ შორის - საიასდამკვირვებელს. აღნიშნულ უბანზე დამკვირვებლებმა ფანჯრის მეშვეობით დატოვეს უბანი. საიას დამკვირვებელს ხელი შეუშალეს მთაწმინდის #24 უბანზეც.მას არ უშვებდნენ საარჩევნო უბანზე და უბნის კომისიის წევრები, ასევე - უბნის გარე პერიმეტრზე მყოფი დაუდგენელი სტატუსის მქონე პირები მას აიძულებდნენ, დაეტოვებინა უბნის მიმდებარე ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ საიას დამკვირვებელმა პოლიცია გამოიძახა უბანზე, ადგილზე მისული პოლიცია მისი დაცვის ნაცვლად, შეეცადა, ხელი შეეშალა მისთვის და გამოეყვანა უბნის გარე პერიმეტრიდან.

არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

საარჩევნოადმინისტრაციისპასუხისმგებლობაა,დამკვირვებლებსჰქონდეთსაშუალება,დაუბრკოლებლადდაუსაფრთხოდგანახორციელონსაქმიანობა.ამდენად, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად უნდა მოახდინოს რეაგირებადამკვირვებელთა მიმართ განხორციელებულძალადობის ფაქტებზე და მიიღოს ადმინისტრაციული ზომები ინციდენტის გამომწვევსაარჩევნო მოხელეთა მიმართ.

საგამოძიებო ორგანოებმა დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა დაადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთაფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები დაპასუხისგებაში მისცეს მოძალადე პირები“ - ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში, რომელსაც 6 ორგანიზაცია აწერს ხელს:

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

საზოგადოებრივი დამცველი;

„მრავალეროვანი საქართველო“;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42