„გირჩი“ საარჩევნო ბარიერის ერთ პროცენტამდე დაწევის ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 14:24, 21 Oct, 2016     1507
„გირჩი“ ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტს მიმართავს და რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს.

ინიციატივის ავტორები, ამბობენ, რომ ორი კვირის განმავლობაში გახშირდა საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ჯერჯერობით, განხილვის თემებია ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოხვედრის საფრთხე, ხოლო საშიშროებად დასახულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ისე, რომ მას საყოველთაო სახალხო არჩევნების ნაცვლად პარლამენტი ირჩევდეს და კონსტიტუციით ოჯახის თუ ქორწინების შინაარსის განსაზღვრა.

„ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გახშირდა საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ჯერჯერობით, განხილვის თემებია ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოხვედრის საფრთხე, ხოლო საშიშროებად დასახულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ისე, რომ მას საყოველთაო სახალხო არჩევნების ნაცვლად პარლამენტი ირჩევდეს და კონსტიტუციით ოჯახის თუ ქორწინების შინაარსის განსაზღვრა.

კონსტიტუცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობასა და მის მომავალს. სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რა სჭირდება ყველაზე მეტად ქვეყანას უახლოეს მომავალში, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ისევე, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და რაზე არის შესაძლებელი კონსესუსის მიღწევა მომავალ პარლამენტში, გამომდინარე იმ დაპირებებიდან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გასული პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ იქნა გაცემული. გირჩი მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპია. მთავარი მიზეზი, რომელიც სწრაფ განვითარებაში გვიშლის ხელს, არის ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს არასტაბილურობა. შესაბამისად, ჩვენი აზრით, უახლოეს პერიოდში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი საკითხი, რომელიც უკეთესად უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო დონეზე, არის - პოლიტიკური სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი კონსტიტუციური გარანტიები. პოლიტიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია არსებითად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური გაერთიანებების ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში: 1. უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები; 2. შემოღებულ უნდა იქნას სრულად პროპორციული სისტემა ან ნაწილობრივ პროპორციული-ნაწილობრივ რეგიონულ-პროპორციული სისტემა; 3. საარჩევნო ბარიერი უნდა იქნას დაწეული 1%-მდე. სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური გარემოს სტაბილურობის საკონსტიტუციო ჩამკეტი მექანიზმების შექმნა: 1. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს; 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს 22%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 15%-მდე; 2. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი უნდა იყოს დაუშვებელი; 3. მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს; 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს 30%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 15%-მდე; 4. 2018 წლისთვის ქვეყანა უნდა გადავიდეს თავისუფალ სავალუტო რეჟიმზე; გადასახადების აკრეფა უნდა მოხდეს დოლარში. ჩვენი აზრით, ეს არის ყველაზე მოკლე რეცეპტი საქართველოში დღეს არსებული მთავარი გამოწვევების საპასუხოდ და ამ საკითხების განხილვით უნდა იყოს დაკავებული როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე სამოქალაქო საზოგადოება"- მიიჩნევენ გირჩში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42