დავით თარხან მოურავი თურქეთის ელჩის განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია რიზესა და ბათუმზე - რომ ბათუმი საქართველოა, რიზე კი თურქეთი. ეს განცხადება თანსდევს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, „რამ გაჰყო რიზე და ბათუმი ერთმანეთისგან“.
დავით თარხან მოურავის განცხადებით, თურქეთის ელჩის განცხადება ერდოღანის განცხადების შერბილებას ემსახურება:
„სრულიად ნათელია, რომ ელჩი ცდილობს ერდოღანის განცხადების ნიველირებას, ერდოღანის განცხადებამ იმხელა ამბავი გამოიწვია, მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც, რომ ელჩი ცდილობს ამის შერბილებას. იმ სისულელეების, რაც ბატონმა ერდოღანმა ილაპარაკა. ჩვენ არავითარი პრეტენზია არ გვაქვს თურქეთთან, თუმცა, ჩვენი ქვეყნის 33% აქვს ოკუპირებული, დაგვანებონ თავი, რატომ სჭირდებათ ასეთი განცხადებები? თუ არ არის არავითარი კითხვა, არც განცხადება იქნებოდა საჭირო,“ - განაცხადა თარხან მოურავმა.
მასალის გამოყენების პირობები






