”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ წარმოებული კამპანია სამეგრელოში - ჩიქოვანის განცხადება
პოლიტიკა - 13:04, 21 Oct, 2016     4003
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ”ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შიშით ”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ წარმოებული კამპანია სამეგრელოში".

ჩიქოვანი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მისი შტაბის წევრების მხრიდან ”ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას აქვს ადგილი.
”პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ზუგდიდსა და სამეგრელოს მხარდაჭერისათვის, რომელმაც ნათლად დამანახა, რომ ადამიანები მონდომებას პატივისცემითა და სითბოთი პასუხობენ. მადლობა იმ ათასობით ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოვადგენდი არც მმართველ პარტიას და არც ”ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც სამეგრელოს საკუთარ პლაცდარმად მიიჩნევს.
ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, ჩემი და ჩემი შტაბის წევრების მხრიდან ”ნაციონალური მოძრაობის“ თითქოს და, მხარდაჭერის შესახებ, რაზეც მინდა განვმარტო: 2009 წელს საჯარო სამსახურიდან ჩემი პოლიტიკაში მოსვლა განპირობებული იყო ჩემი განზრახვით, დავპირისპირებოდი ”ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას და განსაკუთრებით, იმ ვითარებას, რაც შექმნილი იყო სამეგრელოში. 2012 წელს კი ჩემთან ერთად, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ღიად თუ უპირისპირდებოდა მათ ამ რეგიონში. ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხავს ჩემს მხარდაჭრას ამ პარტიის მიმართ.
ჩემთვის მიუღებელია ”ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შიშით ”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ წარმოებული კამპანია სამეგრელოში. იმედი მაქვს, რომ არ განმეორდება არც კორცხელი, არც ჯიხაშკარი და არჩევნების მეორე ტური აჩვენებს, რომ სამეგრელო არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ძალადობისა და პოლიტიკური მანიპულირების საგანი”, - ნათქვამია ჩიქოვანის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42