ცესკოს განმარტება ზუგდიდსა და მარნეულში ხვალ გასამართ კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 12:20, 21 Oct, 2016     1518
საქართველო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრისთვის, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, სამუშაოები დასრულებულია.

ცესკოს სპიკერის თქმით, 4 საარჩევნო უბანი კანონის მიხედვით 08:00 საათზე გაიხსნება. ანა მიქელაძის ინფორმაციით, საქმე ეხება ზუგდიდისა და მარნეულის რამდენიმე უბანს.

მისივე თქმით, კენჭისყრა მარნეულში ერთ, ზუგდიდში კი სამ უბანში გაიმართება.

სოფელ განმუხურსა და ზუგდიდში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი და მმართველი პარტიიდან კი ედიშერ თოლორაია იღებენ.

მარნეულში ერთმანეთს აჰმედ იმმაყულიევი და თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდებიან.

„განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება ოთხ საარჩევნო უბანზე. ზუგდიდში ორ სოფელში ტარდება არჩევნები, ერთი არის განმუხურის სოფელი, სადაც არის ერთ საარჩევნო უბანი, ხოლო ორი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ჯიხაშკარში. რაც შეეხება მარნეულს, იქ ერთი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ყიზილაჯლოში, ეს არის 48-ე საარჩევნო უბანი, სადაც ის ცნობილი პროცესები განვითარდა,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცნობისათვის, 22 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონში განმეორებით ხმის მიცემა ზუგდიდის რაიონის სამ უბანზე - განმუხურის 38-ე და ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე გაიმართება.

ჯიხაშკარში იმ მიზეზით, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ უბანი დაარბიეს, არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა. განმუხურში კი დარღვევების მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები გააბათილა.

რაც შეეხება ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბნს, ცესკომ შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, საოლქო კომისიაში საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანმა საქართველომ" შეიტანა.
როგორც საჩივარში იყო აღნიშნული, ყიზლაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის დროს, საარჩევნო პროცესი 20.00 საათამდე შეწყდა და ამომრჩეველს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება აღარ მიეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42