შსს-ს აკადემიამ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
პოლიტიკა - 12:11, 21 Oct, 2016     912

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, ევროსაბჭოს ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტების (TAIEX) მხარდაჭერით, თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „კრიმინალური ქცევის ფსიქო-სოციალური მახასიათებლების როლი დანაშაულის პრევენციის სფეროში“.

კონფერენცია შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ვინსენტ რეიმ გახსნეს. საერთაშორისო კონფერენციაში, სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ჰოლანდიის ფსიქოლოგიის დარგის სასამართლო ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანია, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სასამართლო ფსიქოლოგიის სფეროში მოღვაწე ექსპერტებისა და ფსიქოლოგების გამოცდილების გაზიარება და კვალიფიკაციის ამაღლება.

ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი კვლევების შედეგები წარმოადგინეს და ისეთ თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა ფსიქოლოგთა როლი საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში, მკვლელობაში დამნაშავე პირის ფსიქო-სოციალური მახასიათებლები და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შემუშავებული ქმედებები, არასრულწლოვანთა დანაშაულის ფსიქო-სოციალური რისკ-ფაქტორები, ძარცვის ფსიქო-სოციალური მახასიათებლები და მათი როლი დანაშაულის პრევენციაში.

კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომელთა წევრები სხვადასხვა ტიპის დანაშაულის პრევენციის სტრატეგიების ჩამოყალიბებაზე იმუშავებენ. ასევე, ჩატარდა კვლევები, რომლებიც ფოკუსირებულია სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთან ასოცირებულ ფსიქო-სოციალური რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაციასა და დანაშაულის პრევენციის ღონისძიებებში მათ გამოყენებაზე.

კონფერენციის მონაწილეები შსს-ს აკადემიასაც ესტუმრნენ, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. უცხოელმა ექსპერტებმა შსს-ს აკადემიაში განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცეს და საკუთარ ქვეყანაში რამდენიმე მათგანის დანერგვის სურვილი გამოთქვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42