„თანამდებობის პირები, კერძოდ, თელავის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი, ასევე ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მაია დათუნაშვილი, ბაღის გამგეებსა და დირექტორებს იბარებენ და ავალებენ, რომ მხარდამჭერების 15-კაციანი სია გააკეთონ, რომელთაგანაც მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას. გადამოწმების მექანიზმი ამ ჯგუფის მიერ დასახული არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ სიაში მოხვდებიან, 41-ნომრიანი შემოხაზული ბიულეტენი უნდა გამოიტანონ კაბინიდან და კონკრეტულ პირს აჩვენონ საარჩევნო კომისიაში. ამის შემდეგ ჩააგდონ ეს ბიულეტენი ყუთში. იგივე ხდება ყვარელში, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხვდება პედაგოგებს და ავალებს სიების შედგენას.
მოვუწოდებ პედაგოგებს, რომ არჩევანი საკუთარი სურვილისამებრ გააკეთონ.“- განაცხადა ბოტკოველმა.
მასალის გამოყენების პირობები






