საქართველოს იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს
პოლიტიკა - 11:33, 21 Oct, 2016     1240
იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესში მონაწილეობს. ღონისძიებაზე თეა წულუკიანი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ დანიელ სედარ სენგორის პირადი მიწვევით იმყოფება. კონგრესს ესწრებიან, აგრეთვე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, დელეგაციები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდან.

ღონისძიება ნოტარიუსთა კონგრესი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟან ჟაკ ურვუასმა გახსნა. კონგრესის მონაწილეებს მიესალმნენ, აგრეთვე, კონგრესის პრეზიდენტი ლიონელ გალიეზი, საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი დანიელ სედარ სენგორი, საფრანგეთის ნოტარიატის ხელმძღვანელი პიერ ლუკ ვოგელი და სხვები.

ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. დელეგაციების წევრები წარადგენენ პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ნოტარიუსი, როგორც სანდო მესამე მხარე მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის; ელექტრონული სანოტარო აქტები, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები; საერთაშორისო მემკვიდრეობის ევროპული რეგულაციები. მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართება მრგვალი მაგიდა და დებატები, სადაც დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, იმსჯელონ სხვადასხვა ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების გარშემო, განიხილონ საინტერესო პრაქტიკული მაგალითები.

კონგრესის მიმდინარეობისას გადაწყდა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველო ნოტარიუსთან საერთაშორისო კონგრესის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 250-ზე მეტ სტურმარს მიიღებს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში წევრად 2007 წლიდან შევიდა. პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის წევრია. ქართველი ნოტარიუსები აქტიურად თანამშრომლობენ კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებთან, მონაწილეობენ კონფერენციებსა და შეხვედრებში, მასპინძლობენ საერთაშორისო კონფერენციებს, ქართულ ენაზე ითარგმნება ევროპული საკანონმდებლო აქტები.

2016 წელს საქართველომ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ასეთი მასშტაბური ღონისძიება, სადაც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე და კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42