გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში უწყებათშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 11:20, 21 Oct, 2016     1239
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა.

კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, ვინაიდან სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებისგან.

უწყებათშორისი კომისიის მიზანია „ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის შექმნა, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს-ები) გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების თანამედროვე ეფექტური სისტემის დანერგვა და ამოქმედება, ავტოპარკის გაახალგაზრდავების და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ხელშეწყობა, საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მოდერნიზაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ნაკადების მართვის გაუმჯობესება, მშენებლობის სექტორის რეგულირება და მწვანე საფარის მოწყობა, ჰაერის ხარისხის და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და საზოგადოების ინფორმირება და ცნოებიერების ამაღლება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42