„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის”- ხუბულური გორში წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს
პოლიტიკა - 11:00, 21 Oct, 2016     1481
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: აძვის, ახალუბნის, ქვემო არცევის, ქვეშისა და ჯარიაშენის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ და საქართველოს უკეთესი მომავლის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.


„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ჩვენ წინ კიდევ ერთი ბრძოლა გველის და სულ მოკლე დროში ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. 8 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო დემოკრატიის ნიმუში. ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება. დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დემოკრატიის ხარისხი კვლავ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევს და თითოეული ამომრჩევლის ხმა სათანადოდ იქნება დაცული“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა.

„დღეს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, მკვეთრად შემცირდა უმუშევართა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი და რაც ყველაზე მთავარია- სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის სიტყვისა და აზრის თავისუფლებას. 2020 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ბევრად უკეთეს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური პრობლემები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი”,-აღნიშნა „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42