საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, კომენტარს აკეთებს. ბურჯანაძის განცხადებით, ზაზა თავაძე სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც მმართველი გუნდისთვის მისაღებია:
"დღეს ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, აირჩია კანდიდატურა ისეთი კანდიდატურა როგორიც მას უნდოდა. როგორი იქნება ეს თავმჯდომარე მომავალში ამის განჭვრეტა არ შემიძლია, მას მე არ ვიცნობ. იმედი მაქვს, რომ ის იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური, თუმცა ეს გამალებული ბრძოლა მისი კანდიდატურის სასარგებლოდ გარკვეული ეჭვის საფუძველს ტოვებს. მე ვხედავ ძალიან საშიშ ტენდენციებს ქვეყანაში და ეს ტენდენციები იქნება უპირველესყოვლისა სასამართლო ხელისუფლების მთლიანად გაკონტროლების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა „კურიერთან“ ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






