მისი თქმით, "საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღიდგინოს შელახული იმიჯი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის გამო ჰქონდა და ეს უნდა გააკეთოს ახალმა თავმჯდომარემ".
ბესელია ირწმუნება, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერევა.
„თავმჯდომარეს ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. ვფიქრობ, ეს არის ის ფაზა და დასაწყისი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ შელახული იმიჯი, იმ პოლიტიკური გავლენის გამო, რაც მას ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული ცუდი მემკვიდრეობით, უნდა აღიდგინოს და ეს უნდა გააკეთოს ახალმა თავმჯდომარემ, განახლებულმა შემადგენლობამ და გათვისუფლებულმა მოსამართლეებმა, რომლებსაც დღეს აქვთ შესაძლებლობა ემსახურონ სწორედ მართლმსაჯულებას და ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით თავმჯდომარის მოსამართლეების მიერ არჩრვის წესი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შემოიღო.
„პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყო, ვინ იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სწორედ ჩვენი ცვლილებით, რომელსაც ბევრი ოპონენტი ყავდა, გახდა შესაძლებელი, რომ ეს წესი შემოღებულიყო. არ დანიშნულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ თავად მოსამართლეებს აერჩიათ. სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის თვალსაზრისით, მივეცით შესაძლებლობა, პირველად თავად აერჩიათ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რაც თავისთავად გაზრდის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რადგან ის არის არჩეულ პირი” - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






