მმართველ გუნდში აბაშიძე-კარასინის შეხვედრას აფასებენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ეს ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აქტიურად განიხილებოდეს ოკუპაციის თემა, რომელზეც ხელისუფლების პოზიცია უკომპრომისოა:
„აბაშიძე კარასინის არხი არ გახლავთ შექმნილი ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენი პოზიცია არის უკომპრომისო, შეურიგებელი, ძალიან პრინციპული და ეს იქნება ჩვენი პოზიცია მომავალში, რა განვითარებაც არ უდნა იყოს სხვა სახის ურთიერთობებში, როგორიც არის ტურიზმი, ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, რაშიც საქართველოს მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას და გარკვეულ სარგებელს,“ - განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






