„სრულიად შემაშფოთებელია არსებული რეალობა, როდესაც დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაშავება და გარდაცვალება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად არის ქცეული. გუშინ და დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია მშენებლობაზე დასაქმებული ორი პირის გარდაცვალების შესახებ. მანამდე, 11 ოქტომბერს სახალხო დამცველი გამოეხმაურა ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელის დაღუპვას.
შსს–ს ინფორმაციით, 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი. აღნიშნული ვითარება მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობა უმწვავესი პრობლემაა და სულ მცირე, 2–3 დღეში ერთხელ დგება შემთხვევები, როდესაც სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან. ფაქტების მხოლოდ უკიდურესად მცირე რიცხვი ხვდება მედიისა და შესაბამისად, საზოგადოების თვალთახედვის არეში.“- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






