„დღეს მე ისეთი მოლოდინი დამრჩა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა, ვინაიდან ბატონი თავაძე იყო ერთ-ერთი იმ მოსამართლეთაგანი რომლებმაც ორჯერ ჩაშალეს „კაბელების“ საქმის განხილვა და გარკვეულწილად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდნენ. საბოლოოდ კი შედგა სასამართლო და გადაწყვეტილების გამოსატანად არიან გასულები, მაგრამ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც სარჩელის განხილვა მოხდა, გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოხერხდა. ბატონი თავაძის კომენტარს მოვუსმინე, იის პირობას დებს, რომ იქნება ობიექტური. მე სკეპტიციზმით ვარგანწყობილი, მაგრამ ძალიან მოხარული ვიქნები თუ ჩემი სკეპტიციზმი არ გამართლდება და საკონსტიტუციო სასამართლო გათავისუფლდება ხელისუფლების მარწუხებისგან. გვახსოვს ხელისუფლების ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, როცა რუსთავი 2-ის და ე.წ. კაბელების საქმეები განიხილებოდა“- განაცხადა ლევან სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






