"დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ზაზა თავაძის არჩევით დასრულდა ის ერთი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით დაიწყო. როდესაც მომზადდა ყველანაირი პირობა, რომ ხელისუფლებას ჰქონოდა გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოზე. ამის მერე ჩვენ გვქონდა გაჭიანურებული საქმეები, მოსამართლეების არ მისვლა სხდომებზე, მათ შორის იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზაზა თავაძე გამხდარიყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ბოლო პერიოდში მისმა ქმედებებმა გაგვიჩინა ეჭვები მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
როდესაც საკონსტიტუციო სასმართლოში ისეთი რეპუტაციის მოსამართლეები როგორიც კოპალეიშვილი, კვერენჩხილაძე, იმერლიშვილი არიან მე ყოველ შემთხვევაში რომელიმე მათგანს ვისურვებდი ამ თანამდებობაზე და არა თავაძეს- თქვა "ნიუპოსტთან" ჩოკორაიამ.
მისი თქმით, არსებობს მაღალი რისკი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა შემადგენლობამ გახმაურებულ საქმეებზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.
"ამის რისკი არსებობს და ეს გამოჩნდა კიდეც და კიდევ უფრო გაძლიერდება. შეიძლება პროცესი კონკრეტული თავმჯდომარის არჩევა-არარჩევამ არ შეცვალოს, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ მსგავს საკითხებში თავმჯდომარეს ერთი ხმა აქვს, მაგრამ დღეს დადასტურდა, რომ გარკვეული ჯგუფი ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო სასამართლოში რომელსაც აქვს გავლენა და ეს ჯგუფი ხელისუფლების გავლენას განიცდის" - დასძინა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






