"საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა დასრულდა... იმედია ხელისუფლებას გონება ეყოფა და გაჩერდება"- ალაფიშვილი
პოლიტიკა - 19:08, 20 Oct, 2016     2440
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტ-იურისტი ლევან ალაფიშვილი "ნიუპოსტთან" საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევას გამოეხმაურა.

ექსპერტის თქმით, "საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური თავდასხმა დასრულდა".

ალაფიშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას აღარ მოახდენს მოსამართლეები კი "საკუთარი დამოკიდებლობით ვაჭრობას არ გააგრძელებენ".

"საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი თვის წინ საჯაროდ განვაცხადე რაც იქნებოდა. წელიწადნახევრის წინ დაწყებული პროცესი - საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური თავდასხმა დასრულდა იმით რითაც დასრულდა და ეს მოხდა ჯერ კიდევ გაუფორმებელი საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში.

სინამდვილეში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ერთი მოსამართლეა დანარჩენ რვასთან ერთად. როგორც მოსამართლეს მას განსხვავებული კომპეტენცია არ აქვს. იმ შემთხვევაშია მისი ხმა გადამწყვეტი, თუ ხმები თანაბრად გაიყო. მაგრამ პოლიტიკური ძალები და ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ეს წამყვანი ადგილი "ქართულ ოცნებას" ჰქონდა, ზედმეტად პოლიტიზირებულად წარმოაჩენდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის როლს და შესაბამისად, ამ ყველაფერმა განაპირობა ამ ინსტიტუტზე თავდასხმები, რამაც ყველაზე ახალგაზრდა კონსტიტუციურ ორგანოს მუშაობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. იმედია მმართველ პოლიტიკურ ძალას გონება ეყოფა და აქ გაჩერდება და ორივე კოლეგიაზე არ მოინდომებს ზეგავლენის მოხდენას"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ლევან ალაფიშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ ლოიალური აღმოჩნდება ეს გახმაურებულ საქმეებზე აისახება და საბოლოო ჯამში ქვეყნის დემოკრატიას შეუქმნის საფრთხეს.

"უნდა წარმოვიდგინოთ საფრთხის მასშტაბი: ვრჩებით პირისპირ პოლიტიკური ინსტიტუტების წინააღმდეგ. პოლიტიკურ ძალებს კი აქვთ თავისი გეგმები, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ამიტომ ძალიან ცუდი იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საკუთარი დამოუკიდებლობით ვაჭრობა დაიწყონ, როგორც ეს ამ ბოლო წელიწადნახევრში ხდებოდა. მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ პასუხისმგებლობა დღევანდელი და ხვალინდელი სახელმწიფოსათვის. ისინი რისკავენ არამხოლოდ საკუთარი პროფესიული კარიერით, არამედ სხვა ბევრი რამითაც, თუ კი რაიმე გადაცდომას დაუშვებენ ამ მიმართულებით"- თქვა ექსპერტმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. ფარული კენჭისყრისას, თავაძეს სხდომაზე დამსწრე პლენუმის 8 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42