ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის რუსეთი დასაყრდენი ძალა არ არის:
"მოთაფლულ შემოთავაზებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ყველა საფრთხე არის გაზომილი. რუსეთის ბაზარი მთავარი და არსებითი არ არის ჩვენთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ექსპორტი გაიზრდება, ეს გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამაზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ და არც ვართ,"- განაცხადა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლავროვის უწყებამ დღეს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციისთვის არჩევნების შედეგები მისაღებია და ქვეყანა მზად არის განაგრძოს და გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა ეკონომიკის კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები






