მედიის საქმიანობის ხელის შეშლის შემთხვევების გამოძიება ეფექტიანად არ ხდება - MDF
პოლიტიკა - 14:30, 20 Oct, 2016     1506
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიის განვითარების" ფონდმა მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, როგორც MDF-ის დასკვნაშია ნათქვამი, ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის შემთხვევებს სამართალდამცავები ეფექტიანად არ იძიებენ.

„სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლას დასჯადად აცხადებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად:

"1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.”

როგორც მედიის განვითარების ფონდის მიერ "მთავრობის ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის” 2014-2015 წლების მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოები არასათანადო კვალიფიკაციას აძლევენ და ეფექტიანად არ იძიებენ იმ საქმეებს, სადაც ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის დანაშაულის ნიშნებიიკვეთება.

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია 2016 წელს მედიით გამოვლენილი ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ცალკეული ფაქტები, მათ შორის ცალკე არის გამოყოფილი არჩევნების დღეს გამოვლენილი ინციდენტები და მთავრობის ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავის 2015 წლის მონიტორინგის შედეგები. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია რეკომენდაციები.

ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ ამოცანად ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ცნების საკანონმდებლო ნორმის გადახედვაა მითითებული.

მიუხედავად პრაქტიკაში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზებისა, რაც ჟურნალისთტა საქმიანობის ხელის შეშლის ცნების ვიწრო განმარტებას უკავშირდება, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება არ მომხდარა.“- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს არჩევნების დღეებში მედიისთვის ხელის შეშლის მაგალითები. კერძოდ 8-9 ოქტომბერს არჩევნების გაშუქების პროცესში 3 ინციდენტს ქონდა ადგილი

ტვ იბერია, GDS, რუსთავი- 8 ოქტომბერს, ღამით ქუთაისის საარჩევნო ოლქის 90-ე

საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ტელეკომპანიების - "იბერია” და GDS - ჟურნალისტებს და

ოპერატორებს უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუზიანეს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტს კი მიკროფონი წაართვეს.

მეორე ინციდენტი მარნეულში მოხდა 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების დროს ოპერატორის კამერა დაიმტვრა.

მესამე ინციდენტი კი ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთს ეხება, მათი ოფისის მიმდებარედ პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების გადაღების დროს, ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს.

არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებთან ერთად MDF-ი 2016 წლის გასული თვეების მთლიან მონაცემებსაც აქვეყნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42