საქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
პოლიტიკა - 13:57, 20 Oct, 2016     1141
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარიზში ფრანგ კოლეგა ჟან ჟაკ ურვუას შეხვდა. იუსტიციის მინისტრები პარიზში მიმდინარე ნოტარიატის 28-ე საერთაშორისო კონგრესზე იმყოფებოდნენ, რომელიც ფრანგმა მინისტრმა გახსნა. მხარეებმა სამართლის სფეროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციის და ევროპულ სამართლებრივ სისტემასთან დაახლოებისთვის გატარდა.

საქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრებმა ნოტარიატის საქმიანობის შესახებ და ამ კუთხით საქართველოსა და საფრანგეთში არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკაზეც გაამახვილეს ყურადღება. სამოქალაქო დავებით სასამართლოების გადატვირთულობის თემა ორივე ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემაა, რის გამოც სანოტარო მედიაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თეა წულუკიანმა ფრანგ კოლეგას იმ პრაქტიკის შესახებ უამბო, რომელიც ბოლო წლებში დაინერგა საქართველოში და ნოტარიუსის მეშვეობით შედარებით მარტივი დავების მედიაციის გზით მოგვარებას ითვალისწინებს. ჟან ჟაკ ურვუასი აღნიშნული თემით დაინტერესდა საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულ, ქართული რეფორმების უკეთ გაცნობის მიზნით, თეა წულუკიანმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42