"ხალხი, რომელიც მიკიჟინებდა, თუ რატო არ ჩამოვედი გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად"- სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
პოლიტიკა - 12:41, 20 Oct, 2016     13956

არჩევნების შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სააკაშვილის თქმით ის არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოსვლას არ აპირებდა და გეგმავდა რომ საქართველოში მეორე ტურის დროს ჩამოსულიყო და არჩევნების დაცვაში მიეღო მონაწილეობა. სააკაშვილის თქმით არჩევნების გაყალბებაზე რეაგირების ფორმები ადგილობრივი ლიდერების და აქტივისტებმა უნდა შეარჩიონ. მიუხედავად არჩევნებში მიღებული შედეგისა სააკაშვილი თვლის რომ ივანიშვილის რეჟიმის დასუსტების პროცესი დაწყებულია:

„ დილიდან თვალი გადავავლე ქართულ დებატებს და დისკუსიებს, მართალი გითხრათ რამდენიმე დღე მოწყვეტილი ვიყავი. ერთი რამე მინდა გითხრათ, მე არასოდეს წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში, საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი , იგივე ის ხალხი, რომელიც მიკიჟინებდა, თუ რატო არ ჩამოვედი გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი მე პირადად და ჩვენი მხარდამჭერები დავედანაშაულებინეთ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში. ჩემი პოზიცია იყო ყოველთვოს ძალიან ნათელი, ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ ვაპირებდი ჩამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, უპრეცენდენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის და რეაგირება ამაზე როგორი უნდა მოხდეს, არის ადგილობრივი ლიდერების და აქტივისტების გადასაწყვეტი, იმიტომ რომ ისინი უკეთესად ხედავენ. ერთი რამე ჩემთვის დღესავით ნათელია, ნაციონალურმა მოძრაობამ მანიპულაციების და გაყალბების გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა. ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიების და გაყალბების პირობებში. ხალხმა გაიგო, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი მანიპულაციები და გაყალბება, საქართველოში ეს ყველამ იცის. ეს არის შეუქცევადი პროცესი რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების, მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა და არშეპუება ამ აფიორასთან და ზეწოლასთან. ვიცი რომ ძნელია მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვივა.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42