"ბოკერია გარიგებაშია ივანიშვილთან, საქმეები რომ არ ამოუქექონ და არ დაიჭირონ"- ნათელაშვილი (ვიდეო)
პოლიტიკა - 12:22, 20 Oct, 2016     13888
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანს, გიგა ბოკერიას ივანიშვილთან გარიგებაშ ადანაშაულებს. ნათელაშვილის თქმით, ის რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს არჩევნებს ლეგიტიმაცია შესძინოს სწორედ ბოკერია-ივანიშვილის შეთანხმებაა, ამის მიზეზად კი ნათელაშვილი ბოკერიას წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებს ასახელებს:

„სამოქალაქო საზოგადოების ეს მიმართვა შედგენილია ბოკერიას კარნახით, რომელიც გარიგებაშია ივანიშვილთან, ივანიშვილის მის მიმართ გააჩნია სერიოზული კომპრომატები ციხის ბუნტის დროს, მის გაცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა პატიმრების ჩახოცვა და სერიოზული ექსცესები, რომელსაც კინაღამ მეც შევეწირე, რადგან ვმორიგეობდი ტყვიების წვიმაში. შესაბამისად ახლა რასაც ეტყვიან ბატონ ბოკერიას, ისიც იმას აკეთებს. ახლა უთხრეს რომ არჩევნებმა ლეგიტიმაცია უნდა გაიაროს და ამისათვის საჭიროა მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დამკვირვებლებმა დააფიქსირონ მეორე ტურში დემოკრატიული კონკურენციის არსებობა . პირველ ტურში მოილაპარაკეს და ეს ხმები გაიყვეს. ერთმანეთს ხელი არ შეუშალეს. ნაცმოძრაობამ არ დაწერა ოქმები და არ გადაიღო ის ვიდეოკადრები რაც ხდებოდა მათ თვალწინ.

ნაცმოძრაობა არის ბოკერიას ჯგუფი. ის სააკაშვილი ოდესიდან ან გადმოსცემს ან არ გადმოსცემს. იმას იქ თავისი კარავი აქვს. შეიძლება ითქვას რომ სააკაშვილს აღარ ემორჩილებიამ. ახლა არიან თვითგადარჩენის ინსტიქტზე. სააკაშვილს უნდა მაქსიმუმი, ის მაქსიმალისტია და დაახლოებით ისე უნდა დაბრუნება, როგორც ნაპოლეონი შევიდა პარიზში. ამათ კი უფრო ვიწრო ინტერესები აქვთ, რომ საქმეები არ ამოუქექონ და არ დაიჭირონ. ციხეში სროლის ბრძანების ბოკერია ციხეში უნდა იჯდეს. ეცერში მომხდარის გამო ციხეში უნდა იჯდეს ბარამიძე. იმისათვის რომ ციხეში არ წავიდნენ წინ აფარებული ყავთ ნაცმოძრაობის ჯგუფი და მიდის ვაჭრობა“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42