შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს პოლონეთისა და საქართველოს ისტორიული მეგობრობა. ევროპარლამენტარის განცხადებით მისი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია დაკმაყოფილებით აკვირდება საქართველოს განვითარებას.
რიჩარდ ლეგუჩკომ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ ეს იყო მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისსტაბილურობისა და დემოკრატიისკენ.
ECR-ის პოლიტიკური ჯგუფის პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ECR-ის კონფერენციაში მონაწილეობისათვის და ხაზიგაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის უსაფრთხოებაში.
მისი განცხადებით შესამჩნევია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შთამბეჭდავია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ხუთეულში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს საქართველოს მხარადჭერისთვის და თბილისში ვიზიტით მოიწვია.
მიხეილ ჯანელიძემ ქ.კრაკოვში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, რომელიც 2016 წლის 18-19 ოქტომბერსგაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






