ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას პირდება
პოლიტიკა - 09:54, 20 Oct, 2016     1187
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის (ECR) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჯგუფის პრეზიდენტთან ევროპარლამენტის წევრთან საიდ კამალთან.

ECR-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტში მათი პოლიტიკური ჯგუფის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსადმი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ECR-ის პოლიტიკურ ჯგუფთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა ევროპარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების შესახებ. აღინიშნა კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროპულ სტანდარტებტან. უაღრესად დადებითად შეფასდა ევროპარლამენტის კომიტეტების მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება, ECR-ის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პროცესის წარმატებით დასრულებაში შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.

ევროპარლამენტარ საიდ კამალთან შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ევროპარლამენტარმა გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურიერთობების განვითარებას. აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს სტარტეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანი მოკავშირე მრავალი მიმართულებით, ბრექსიტის მოვლენების შემდგომ კი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ორმხრივი კავშირების განვითარება, განსაკუთრებით კი დიდი პოტენციალი არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.

საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრმა ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42