,,პრემიერის იდეა სწორია, სხვა საქმეა როგორი იქნება ჯგუფის შემადგენლობა და უფლებამოსილება“ - ხმალაძე
პოლიტიკა - 18:15, 19 Oct, 2016     1765

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე "ნიუპოსტთან" პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.

"პრემიერის იდეა თავისთავად არის სწორი. სხვა სკითხია როგორი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილი ჯგუფის ფორმა, როგორი უფლება-მოსილებებით ისარგებლებს ის და რამდენად შეძლებს ეს ჯგუფი, შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღებას" - ამბობს ხმალაძე.

ხმალაძე მიიჩნევს, რომ იქ უნდა იყოს წარმოდგენილი პროფესიონალები და ე.წ. ინტერესთა ჯგუფები, რადგან მისი თქმით, კონსტიტუციური ნორმა მაქსიმალურად ფართო წრისთვის უნდა იყოს მისაღები.

"პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების მოსამზადებლად მიზანშეწონილია შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შესაბამის პროექტზე იმუშავებს და ამ ჯგუფის შემადგენლობაში ამ საქმის პროფესიონალები უნდა იყვნენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება შესაბამისი ცოდნა. ამავდროულად აუცილებელია ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ ე.წ ინტერესთა ჯგუფები: პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი გაერთიანებები და სხვა. იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუცია ეს არის სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტია, ამიტომ საჭიროა კონსტიტუციის ნორმა მაქსიმალურად ფართო წრისთვის იყოს მისაღები. ნორმა უნდა იყოს ისეთი, რომელიც სწორად მიაჩნია ამ საქმით დაინტერესებულ და მცოდნეთა მაქსიმალურ წრეს. ამიტომ ვამბობ, როგორი ცვლილებაც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, პარლამენტში ბევრი თუ ცოტა პოლიტიკური სუბიექტია წარმოდგენილი, ეს მაინც საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი ჯგუფის შექმნა და მისი მონაწილეობა ცვლილების პროექტში, როდესაც პარლამენტში მცირე შემადგენლობაა განსხვავებული პოლიტიკური პარტიებისა და მით უფრო მაშინ, როცა ერთ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, როცა მაღალია რისკი იმისა, რომ ამ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები არ არის ფართო წრისათვის და ეს ცვლილება განპირობებული იყოს მიმდინარე პარტიული ინტერესებით. ასეთ ვითარებაში კი უფრო მნიშვნელოვანია მსგავსი ჯგუფის არსებობა. მით უფრო, იმ პირობებში, როცა კონსტიტუციონალისტი თითო-ოროლა ან საერთოდ არ იყოს. ამიტომ პრემიერის იდეა თავისთავად არის სწორი. სხვა საქმეა როგორი იქნება ამ ჯგუფის ფორმა, როგორი უფლებამოსილებებით ისარგებლებს ის და რამდენად შეძლებს ეს ჯგუფი შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღებას"- აღნიშნა "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ და იქვე დასძინა, რომ ზემოაღნიშნული საქმის მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორე საკითხი კი ისაა, დაამტკიცებს თუ არა საბოლოო ჯამში ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტი.

"პირველი საკითხია ჯგუფი რამდენად სწორ რეკომენდაციებს აკეთებს მეორე კი რამდენად იარსებებს პარლამენტში პოლიტიკური ნება გაითვალისწინოს ჯგუფის მიერ მიწოდებული რეკომენდაციები. სავსებით მოსალოდნელია, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი ვითარება, რომელიც 2009-10 წლებში იყო, როდესაც საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი მოამზადა, თუმცა მისი ნაწილი პარლამენტმა საერთოდ არ მიიღო და არასწორად შეცვალა. ახლაც ახალი ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტთან დაკავშირებით, როგორი იქნება პარლამენტის დამოკიდებულება ჯერ არ ვიცით. მაგრამ იმ მოტივით, რომ კარგს არაფერს ველით, და არ გავაკეთოთ მგონი ესეც არ იქნება სწორი"- განმარტა ხმალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42