შეხვედრას დე-ფაქტო რეჟიმის სამხედრო პოლიციის წარმომადგენელიც ესწრებოდა. როგორც ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხდა, აფხაზეთის დე-ფაქტო სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გადაცემული დოკუმენტაცია მტკიცებულებად არ მიიღო.
„დღევანდელ შეხვედრაზე, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრას დაასწრეს ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მასალები რომელიც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადასცა წინა შეხვედრების ფარგლებში, დე ფაქტო კანონმდებლობის დონეზე ვერ ხორციელდება ამ მასალების საქმეში ჩართვა და შესაბამისად აუცილებელია ამ მასალების ხელახლა გადაცემა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო დრანდის ციხეში მყოფი პატიმრების საკითხზე. განიხილეს ზაზა წულაიას საკითხიც, რომელიც 2012 წლიდან იძებნება.
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გალის შეხვედრაზე აფხაზური მხარე თბილისს დაჰპირდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს გადაადგილების უფლება არასოდეს შეეზღუდებათ.
„ამ თემასთან დაკავშირებით გვაქვს პროგრესი. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა ინფორმაცია რომელიც გაზიარებული იქნა ჩვენს მიერ, მიღებულია და სამომავლოდ ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილი იქნება. რისიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს და პრობლემა აღარასოდეს შეექმნებათ ადგილობრივ მოსაწავლეებს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






