„ბატონი ობამას განცხადება არ მინახავს და კონკრეტულად ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა შევხედოთ დღეს არსებულ სიტუაციას. ეს გაყინული კონფლიქტია - ეთნიკური ქართველები გააძევეს ტერიტორიებიდან, სადაც მთელი ცხოვრება გაატარეს. მათ არა აქვთ დაბრუნების უფლება და ამ პრობლემის ნაწილი რუსეთია“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ. მისი თქმით, რეინტეგრაციის პროცესს სწორედ რუსეთი აფერხებს.
შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ გაყინული კონფლიქტი შექმნა. ობამას მოსაზრებით, აშშ-სთვის გამოწვევა რუსეთის აგრესიულობა გახდა მსოფლიოს კონკრეტულ რეგიონებში. ამის მაგალითად ობამამ მოიყვანა უკრაინა, სადაც, მისი თქმით, რუსეთი მოქმედებს იგივე გზით, როგორც მოქმედებდა საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები






