"საკონსტიტუციო კომისიაში "ოცნებას" უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს" - რა შემთხვევაში იქნება მისაღები პრემიერის ინიციატივა
პოლიტიკა - 16:13, 19 Oct, 2016     1912
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნას გულისხმობს, აზრთ სხვადასხვაობა მოჰყვა. უმრავლესობა სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარს უჭერს, ოპოზიცია კი უმრავლესობის წამოწყებას მორიგ ფარსად აფასებს.
"ნიუპოსტი" პრემიერის ახალი ინიციატივის შესაფასებლად კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს დაუკავშირდა. მისის თქმით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტს ცვლილებები მართლაც სჭირდება, თუმცა მთავარია, რომ "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია პოლიტიკურ იარაღად არ აქციოს.

მენაბდე იხსენებს, რომ კონსტიტუციის რეფორმის მოკლე და გრძელვადიანი გეგმა ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2013 წელს შესთავაზეს.

"სამი წლის წინ, 2013 წლის ივლისში, კონსტიტუციური სამართლის 10 - მდე სპეციალისტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ უსუფაშვილს განცხადებით მიმართა. წერილში საუბარია საქართველოს კონსტიტუციის რეფორმასთან დაკავშირებით. ამ მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი მეც გახლავართ და ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტში იყო. ეს ხედვა მაშინდელ უმრავლესობას სთავაზობდა ე.წ ორეტაპიან კონსტიტუციურ რეფორმას. პირველი მოკლევადიან პერსპექტივაში გასატარებელი ცვლილებები იყო, რომელიც კონსტიტუციური სისტემის არსებით გადახედვას არ გულისხმობდა და მხოლოდ და მხოლოდ იმ პრობლემური საკითხების აღმოფხვრისკენ იყო მიმართული, რომელიც იმ პერიოდისთვის ჰქონდა კონსტიტუციას და დიდწილად ეს პრობლემები დღემდე შემორჩენილია. მაგალითად მთავრობისთვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების ჩახლართული, მაღალქვორუმიანი და დროში გაწელილი პროცედურები, რაც პარლამენტს მთავრობაზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას ფაქტობრივად უკარგავს. ეს ერთი მაგალითია დაუყოვნებელი სასწრაფო ცვლილებების, ხოლო მეორე ეტაპში ვგულისხმობდით ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტას, როგორიცაა მაგალითად: რამდენ პალატიანი უნდა იყოს პარლამენტი, ტერიტორიული მოწყობის საკითხები და სხვა.

იმისთვის, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუცია სამუშაო დოკუმენტად ვაქციოთ, ისეთ დოკუმენტად, რომელმაც ქვეყანა შეიძლება ჩიხში არ შეიყვანოს, რამდენიმე ცვლილება არსებითად არის განსახილველი და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მშვიდი გულით ჩავუჯდეთ და სისტემურ ცვლილებებზე ვისაუბროთ. ამდენად თუ ამ ხედვას დაეყრდნობა და ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი ცხადია ეს მისასალმებელია. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა საზოგადოების ყველა ინტერესთა ჯგუფის ჩართულობით უნდა მოხდეს და არა უმრავლესობის მიერ ცალსახა ან საკუთარი უპირატესობის გამოყენებით"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ვახუშტი მენაბდემ.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტს ცვლილებები სჭირდება, თუმცა მთავარია "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს.

"ამიტომ ვამბობ, რომ სანამ კონსტიტუცია სამსჯელოდ პარლამენტში შევა, ის ისე უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომ მსგავსი უმრავლესობა, რაც "ოცნებას აქვს", იგივე უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს მას საკონსტიტუციო კომისიაში. ასე შეიძლება დაიზღვეს ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა. ანუ პროექტს ამზადებს კომისია და შემდეგ განიხილავს მას პარლამენტი. კომისიაშიც თუ არ ექნება ოცნებას 3/4, თუ მას არ ექნება საკმარისი ხმები გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩვენ, საკონსტიტუციო კომისიით დავაზღვევთ​, იმიტომ რომ პარლამენტი განიხილავს, იმას, რასაც საკონსტიტუციო კომისია მიაწვდის, კომისიაში კი ოცნებას უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს"- განმარტა კონსტიტუციონალისტმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ, მემკვიდრეობით მიიღო ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც, საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვეღარასოდეს მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება და ის, ერთხელ და სამუდამოდ იყოს ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია.

პრემიერის ინიციატივა დადებითად შეაფასდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.

გიორგი მარგველშვილი მიესალმება კვირიკაშვილის ინიციატივას და მზადაა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერმინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და დღესვე დაიწყოს კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42