„ამ თემაზე შექმნილი აჟიოტაჟი, ვნებათაღელვა ხელოვნურად არის შექმნილი ”ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რაც არჩევნების მეორე ტურში მანდატების მომატებას ემსახურება. მათ საარჩევნო კამპანიისთვის გარკვეული თემების წამოწევა სჭირდებათ. აღნიშნული თემა, რომ თითქოს პარლამენტში ”ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა საფრთხეს წარმოადგენს, ხელოვნურად არის აგორებული, რათა ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ და რაღაც „შიშების“ შექმნით დააბნიონ. სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დღეს გარკვეული მოწოდებებით გამოდის, არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, როცა ”ნაციონალური მოძრაობა“ იყო საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში, ასეთი შემადგენლობით მართავდა ქვეყანას და არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა. მათ კონსტიტუცია პირდაპირ საკუთარ თავზე მოირგეს, თუმცა ასეთი მოწოდებები არ გვახსოვს. არ გამოვრიცხავ, სამოქალაქო საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაწერილიყო.“- განაცხადა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






