ირაკლი აბუსერიძე ამომრჩეველს მიმართავს
პოლიტიკა - 15:17, 19 Oct, 2016     1325

"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის მე-8 ოლქის ამომრჩეველს, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდნენ არჩევნებზე და შეასრულეს თავინთი მოქალაქეობრივი ვალი. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ის ნდობა, რომელიც ამომრჩევლებმა გამომიცხადეს. 30 ოქტომბერს მეორე ტური გვაქვს. მოგიწოდებთ ჩემს ვაზისუბნელებს, მერვე ლეგიონის, ვარკეთილის მოსახლეობას, რომელთა ნაწილი ოლქების ახლებური გადანაწილების შედეგად შემოგვიერთდა, ნუ დაიზარებთ, საბოლოო გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. კიდევ ერთხელ დამიჭირეთ მხარი და თქვენი ჩართულობით, ერთად დავიწყოთ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დაგეგმილი გვაქვს ისნის რაიონისთვის. მე იმ გუნდის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, დააფასა ადამიანის ღირსება და თავისუფლება. „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად იქცა. ამ პოლიტიკურმა ძალამ საქმით დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება გამოიყენეს ქვეყნის განვითარებისთვის და არა ძალადობისთვის. მერწმუნეთ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია ხელისუფლების კონტროლის საშუალებას მოგცემთ. მოხარული და ამაყი ვიქნები თუ ნდობას კვლავ გამომიცხადებს ჩემი ამომრჩეველი და შევინარჩუნებთ იმ ღია ურთიერთობას, რაც აქამდე გვქონდა. მე მჯერა მოსახლეობა მხარს კვლავს დაუჭერს თავისუფლებას, ღირსებას და კეთილდღეობას. მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით მივაღწევთ წარმატებას, ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა. ყველას გელოდებით არჩევნებზე. პატივისცემით, ირაკლი აბუსერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42