"მას შემდეგ, რაც პარლამენტს მივეცით უფლება-მოსილება აირჩიოს მთავარი პროკურორი, აირჩიოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ამ უწყებებზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება ეს კონსტიტუციაში უნდა გაიწეროს, პარლამენტის უფლება-მოსილებებში ეს უნდა იყოს. დღეს ეს არის და სხვა ფუნქციებში" - აღნიშნა კობახიძემ.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ, მემკვიდრეობით მიიღო ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც, საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვეღარასოდეს მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება და ის, ერთხელ და სამუდამოდ იყოს ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია.
პრემიერის ინიციატივა დადებითად შეაფასდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.
გიორგი მარგველშვილი მიესალმება კვირიკაშვილის ინიციატივას და მზადაა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერმინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და დღესვე დაიწყოს კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე.
მასალის გამოყენების პირობები






