მერაბიშვილის საქმე - სტრასბურგის სასამართლო ოფიციალურ განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 13:39, 19 Oct, 2016     6769
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრესრელიზს აქვეყნებს, რომელშიც განმარტება კეთდება რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

2016 წლის 17 ოქტომბერს სასამართლოს დიდი პალატის პანელმა მიიღო საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა, საქმე - „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დიდმა პალატამ განიხილოს, რომელიც 17 მოსამართლისგან შედგება.

"განმცხადებელი, ივანე მერაბიშვილი, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1968 წელს, ამჟამად იმყოფება თბილისის საპყრობილეში; მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჩადენილი რიგი დანაშაულების, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვისა და სხვისი ქონების უკანონო მითვისების გამო.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს - მას ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - წარსულში ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთის მცდელობა, გაფლანგვა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. 2013 წლის 22 მაისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის საფუძველზე, ვანო მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა იმ მოტივით, რომ არსებობდა საფრთხე, რომ ის მიიმალებოდა ან ხელს შეუშლიდა გამოძიებას. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დადასტურა 2013 წლის 25 მაისს" - ნათქვამია პრესრელიზში.

პრესრელიზში საუბარია ივანე მერაბიშვილის განცხადებაზე, რომ მისი დაპატიმრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დასუსტებას ისახავდა მიზნად, მისი დევნა კი წინასწარი პატიმრობის დროსაც არ შეჩერებულა.

"ის აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წამოწყება ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მის მოსაწყვეტად გამოიყენა, რასაც შედეგად მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესუსტება მოჰყვა, გარდა ამისა მან ვეღარ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა 2013 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებზე. შემდგომში ის აცხადებს, რომ ზეწოლა გრძელდებოდა წინასწარი პატიმრობის პერიოდშიც.

"2013 წლის 14 დეკემბერს, გვიან ღამით ის ციხის საკნიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორსა და ციხის ადმინისტრაციის უფროსთან შესახვედრად წაიყვანეს. ისინი დაემუქრნენ და მოსთხოვეს ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერის - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ. შემდგომში ის აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ინციდენტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე - 2013 წლის 17 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე შეატყობინა და მოითხოვა გამოეკვლიათ ციხის სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული მასალა, მის ბრალდებებთან დაკავშირებით ობიექტური და საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა. ბოლოს ის ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებიც ოპოზიციური პარტიის ლიდერების, მათ შორის თავად მის წინააღმდეგაა აღძრული"- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პრესრელიზში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42