„მთავრობამ და ცესკომ ყველაფერი გააკეთეს რათა 5%-იანი ბარიერი გადაელახა ღიად პრორუსულ ძალას“- გიორგი კანდელაკი
პოლიტიკა - 13:16, 19 Oct, 2016     3265
„მთავრობამ და ცესკომ ყველაფერი გააკეთეს რათა 5%-იანი ბარიერი გადაელახა ღიად პრორუსულ ძალას“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება ადექვატურად არ ასახულიყო.

„ცხადია ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მოქალაქის არჩევანს, მათ შორის მათ არჩევანსაც ვინც ხმა ამ კონკრეტულ ძალას დაუჭირა. თუმცა თავად ცესკოს თავდაპირველი შედეგებით, აღნიშნულ ძალას ქონდა მხოლოდ 4.97% და ვერ ლახავდა ბარიერს. მთავრობის დავალებით, ცესკომ გააუქმა სწორედ ის უბნები სადაც ამ პარტიას ქონდა ხმების ძალიან ცოტა რაოდენობა ან საერთოდ ვერ მიიღო ვერ ერთი ხმა.

ამ მანიპულაციით, ცესკომ ხელოვნურად გამოაკლო ხმების საერთო რაოდენობას 3311 ხმა, რითაც შეამცირა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ხმების რაოდენობა ისე რომ თავად ამ ძალის მიერ მიღებული ხმები თითქმის იგივე დარჩა.

მაგალითად - ცესკომ გააუქმა განმუხურის უბანი სადაც ხმის დათვლის დროს თავმჯდომარე გაიქცა, მაგრამ თვლა მაინც დასრულდა ექსცესების გარეშე და ოქმიც ხელმოწერილ იქნა. ამავე დროს ბათუმის უბანი ნომრით 70.79.31, რომლის ოქმზე არ იყო საერთოდ არც ერთი ხელმოწერა, ცესკომ და სასამართლომ მაინც ძალაში დატოვა.

დმანისში და მარნეულის 34-ე უბნებზე სადაც ასევე ნოლი ან ხუთი ხმა ჰქონდათ ცესკომ შედეგების გაუქმების საბაბად ტექნიკური შეცდომა გამოიყენა მაშინ, როცა კანონი ამგვარი შეცდომის შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად სანქციად მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს და არა შედეგების გაუქმებას.

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენს გარდა პარტიების უმრავლესობა საუბრობს ე.წ. „მწვანე უბნებზე“, სადაც პირდაპირ იწერებოდა ოქმები. ამგვარი უბნების არსებობის სიმპტომია როცა ერთმანეთის გვერდით მდებარე ორ უბანში ერთგან ხდება ადექვატური შედეგის დაფიქსირება - მეორეგან კი ოპოზიცია იღებს ნულ ხმას, ან ხმების ძალიან მცირე რაოდენობას.

მაგალითად, მესტიის 47-ე ოლქში მე6 და მე 19 უბნებზე ენმ-მ მიიღო 0 ხმა. მე-7 და მე-20 უბნებში, რომლებიც ამ ორი უბნის გვერდითაა განლაგებული გვაქვს 35% და 32% შესაბამისად. ამგვარი ფენომენის ახსნა მათემატიკურად შეუძლებელია.

ასევე, არჩევნების დღეს, 8 საათზე მთელს მესტიაში გამოირთო ელექტროენერგია ისე რომ ენერგო პროს ოფიციალურ პირევბს გათიშული ქონდთ ტელეფონები. მომხდარი უკვე საკმარისია ამ პირების დასაკითხად და გამოძიების დასაწყებად, რაც ცხადია არ მომხდარა. ამ ოლქის - მესტია, ლენტეხი, ამბროლაური, ონი და ცაგერი ყველგან გვქონდა მაღალი პროცენტი გარდა ლენტეხისა, სადაც დაგვიწერეს 7% რამაც საშუალება მისცა ხელისუფლების კანდიდატს პირველივე ტურში გასულიყო.“- განაცხადა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42