"ნაციონალების" მხარდამჭერებს სოფელ საროში ცივი ზამთარი ელით
პოლიტიკა - 11:58, 19 Oct, 2016     16462
ასპინძაში, სოფელ საროს მოსახლეობა ტყე-კაფებიდან შეშის გამოსატანად ბილეთებს ერთი თვეა უშედეგოდ ელოდება. ადგილობრივები ამას საროს უბანზე „ოცნების“ წაგებულ არჩევნებს უკავშირებენ. არჩევნების პირველ ტურში, "ოცნების" კანდიდატს 37, "ნაციონალების" კანდიდატს კი 98 ხმა ერგო.

"ნაციონალების" მხარდამჭერებს, სოფელ საროში, ცივი ზამთარი ელით

სოფელ საროში, 30-მდე ადგილობრივებს ზამთრისათვის საშეშე მერქნის მოსამარაგებლად ბილეთები ისევ არ აუღია. მათი თქმით, სოფელში ბილეთები გამგებლის წარმომადგენელს უნდა მიეტანა, ამისთვის კი ადგილობრივებს შესაბამისი თანხა და პირადობებიც გამოართვა, თუმცა არჩევნების შემდეგ უკან დაუბრუნა და უთხრა, რომ ამაზე თავად უნდა ეზრუნათ.

„არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წაიღო და გვითხრა, რომ თავად მოგვიტანდა. არჩევნების წინა დღეს, მხოლოდ პირადობები მოგვიტანა, იმისათვის, რომ ხმა მიგვეცა, ახლა ფულიც დაგვიბრუნა და გვითხრა, ბილეთები თქვენ თვითონ აიღეთო“, -გვითხრა საროს მკვიდრმა გიორგი იველაშვილმა,

საროს მაცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ ბილეთების გარეშე პირადობების და თანხის დაბრუნება არჩევნებს უკავშირდებოდეს, რადგან არჩევნები ამ სოფლის უბანზე ხმათა უმრავლესობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო.

„ჯერ შეგვპირდნენ, რომ 30 სექტემბრამდე მოგვიტანდნენ ბილეთებს, მაგრამ არჩევნების დასრულებას ელოდებოდნენ, შემდეგ კი აღარ მოგვიტანეს“, - გვეუბნება ადგილობრივი გოდერძი ასპანიძე.

ადგილობრივების თქმით, აცივდა და სოფელში მალე ჩამოთოვს კიდეც, იმ შემთხვევაში თუ ბილეთებს დროულად ვერ მიიღებენ, ტყე-კაფებში მერქნის გამოსატანად ვეღარ შევლენ.

„ეს ხალხის წვალებაა, თუ მოჰქონდა სოფლის რწმუნებულს, ამოეტანა, თუ არა და რაღას მიჰქონდა. უკვე აცივდა, ცოტახანში ჩამოთოვს და შეშას სახლამდე ვეღარ მოვიტანთ“,-ამბობს გიორგი იველაშვილი.

რატომ დაუბრუნა ბილეთების გარეშე პირადობები საროს მცხოვრებლებს – ამ კითხვაზე გამგებლის ახლად დანიშნული წარმომადგენელი გელა გურგენიძე გვიხსნის, რომ ადგილობრივები თვად უნდა მივიდნენ ბანკში და მერქნის მოსატანად კოდები მიიღონ.

„ბილეთების მოსახლეობამდე მიტანა წარმომადგენლის ვალდებულებაში არ შედის, მე უბრალოდ იმიტომ წავიღე, რომ დახმარება მინდოდა”, - გვეუბნება გელა გურგენიძე და კითხვაზე, მაშინ უკან რაღატომ დაუბრინა, გვპასუხობს, რომ უბრალოდ ასე გადაწყვიტა, –„დახმარება კი არ გადავიფიქრეთ, ასე გადავწყვიტეთ, რომ თავად მივიდნენ ბანკში და აიღონ. კოდები არის და ეს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გააკეთონ“.

ამ დროისათვის სოფელ საროში, საშეშე მერქანი მხოლოდ 20-მდე ადგილობრივს აქვს მომარაგებული. მათ, ვინც ბილეთები 20 სექტემბრამდე, „ქართული ოცნების“ ერთერთი აქტივისტისგან, კუკური პალაჭიაშვილისგან მიიღო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პლაჭიაშვილმა ბილეთები მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერებს მიუტანა.

„პირველ ეტაპზე ვისაც პალჭიაშვილმა ამუტანა, იმათ მოიტანეს შეშა. ზოგს მისცენ და ზოგს არა , ჩვენც ხომ ცოდოები ვართ, ეგერე როგორ შეიძლება“, -ამბობენ ადგილობრივები.

წყარო: ,,სამხრეთის კარიბჭე“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42