ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პარლამენტის გადმოტანის და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ამ წუთში არ განიხილება.
სუბარი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ იდეები შესაძლოა იყოს, მაგრამ მათზე მსჯელობა არ ყოფილა და არც უახლოეს მომავალში იგეგმება:
„ჩვენი დაპირება და წინადადება იყო, რომ ეს ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში და ეს ცვლილება აუცილებლად შევა. არის თუ არა აქ რამე საფრთხე ადამიანის უფლებების დარღვევის? ის ფორმულირება, რომლის შეტანასაც ჩვენ ვფიქრობთ კონსტიტუციაში, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. თუ ეს უფლებების დარღვევაა, მაშინ სამოქალაქო კოდექსიდანაც უნდა ამოვიღოთ ეს ჩანაწერი. დღემდე არავინ ამბობდა, რომ დარღვევაა. რატომ იქნება კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების დარღვევა ის, რაც არ არის სამოქალქო კოდექსში. თუ დარღვევაა, გვითხრან რას გვთავაზობენ, რითი შევცვალოთ სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი. ეს არის აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე წარმოქმნილი ხმაური, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს და არაფერ შუაში არ არის ადამიანის უფლებებთან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






