მთავრობა გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის ხელშეკრულების პროექტს განიხილავს
პოლიტიკა - 11:36, 19 Oct, 2016     1434

მინისტრთა კაბინეტი გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს განიხილავს. 38 მილიონი ლარის ღირებულების მქონე პროექტის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქვეყნის სივრცითი მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელის დაპროექტებასა და დაგებას ითვალისწინებს. მისი თქმით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა სწორედ სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზას.

„ეს არის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – სივრცით ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსაფრთხო, სწრაფ გადაადგილებას და განტვირთავს მოძრაობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება. მადლობას ვუხდი ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად უმოკლეს ვადაში დაასრულა მოსამზადებელი პროცესი. საგზაო მშენებლობის მხრივ გვაქვს კარგი დინამიკა, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში. იმედი მაქვს, რომ ის ამბიციური გეგმა, რომლის განხორციელებაც ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყეთ დიდი დინამიკით, გაგრძელდება და ჩვენ მიერ გამოცხადებული ყველა მაგისტრალი აუცილებლად დასრულდება 4 წელიწადში,“ – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება 2016 წლის ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება და მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42