კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა- გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 10:47, 19 Oct, 2016     2126

კახეთის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო 178-მა კომპანიამ; გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, - „რთველი 2016“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაჯამა.

მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ რთველი ძალიან წარმატებულად ჩატარდა, რისთვისაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება რთველს რაჭა-ლეჩხუმში, ყურძენი მიიღო და გადაამუშავა 24-მა კომპანიამ და მთლიანობაში 500 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში, 2,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ორივე რეგიონში, 2016 წელს, ყურძენი ღვინის კომპანიებს 19 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით თვისობრივად განსხვავებული სუბსიდირებისა და აგროსესხების პროგრამა, რომლის დანერგვითაც, სახელმწიფომ მოახდინა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების სწორი სტიმულირება მიეღოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენახების ფართობი იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს და ადგილწარმოშობას, სწორი მიმართულებით განვითარებას, ბრენდირებული ღვინოების მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტს. ჩვენ, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ძალიან მახარებს ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თანდათან ძალას იკრებს და, ევროპის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა მიდის ექსპორტზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო წარმოდგენილია ტრადიციულ ბაზრებზე და ასევე ახალ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება.

„ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42