გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის შეიძლება უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნოს, ირაკლი ალასანია უსაფუძვლოს უწოდებს და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გაგრძელებას კატეგორიულად გამორიცხავს:
„მე დღეს არანაირად არ ვხედავ ჩემს თავს სახელმწიფო სამსახურში. მე გამოვრიცხავ და არც შეთავაზება არ იქნება. მე მგონია, რომ დღეს უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემა, ვაკეთო საინტერესო და მნშვნელოვანი საქმე, განვვითარდე. ოთხი წელი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, იმ ასაკში, რომელშიც მე ვარ. მინდა გამოვიყენო ეს დრო. მეტად ვიფიქრო და მეტი ახალი გამოცდილება შევიძინო. ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ბიზნესურთიერთობები, მე მინდა ვაკეთო ისეთი რამ, რაც კიდევ უფრო გამზრდის და მეტ გამოცდილებას შემძენს. არ მინდა ერთი ადგილის ტკეპნა. სახელმწიფო სამსახური გამორიცხულია, თუმცა ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომ სახელმწიფოს გამოადგება, გამოადგება საქართველოს შერიგებისთვის იგივე აფხაზებთან და ცხინვალის მოსახლეობასთან. მე მინდა ჩემი მდიდარი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო, საქართველოს უკეთესი მომავლის შესაქმნელად.“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიამ არ გამორიცხა, რომ მან საქმიანობა საზღვარგარეთ გააგრძელოს.
მასალის გამოყენების პირობები






