სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის კანონის შესახებ“დასკვნა გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 18:45, 18 Oct, 2016     1604

17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, გენერალური აუდიტორის მოადგილემ დევი ვეფხვაძემ, წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და მოხსენება „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე.

აღნიშნული დასკვნა აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას. ამავდროულად, მიმოიხილავს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზე დაყრდნობითაც აფასებს კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობას. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშებში წარმოდგენილი იქნა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.

აუდიტის სამსახურის დასკვნით „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საფუძვლად გამოყენებული დაშვებების შემოწმების საფუძველზე, გარდა დასკვნაში მოცემული საკითხებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყურადღება არ მიუქცევია ისეთ რამეს, რაც დაგვარწმუნებდა იმაში, რომ აღნიშნული დაშვებები ვერ უზრუნველყოფენ კანონპროექტით გათვალისწინებული მაჩვენებლების სათანადო საფუძველს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული მნიშვნელოვანი საკითხებისა, „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით და წარდგენილია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. თუმცა პერსპექტიული ინფორმაციის სპეფიციკიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ რეალური მაჩვენებლები განსხვავდებოდეს კანონპროექტით გათვალისწინებულისაგან, და გადახრებს შესაძლოა არსებითი ხასიათი ჰქონდეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2017 წლისათვის დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობა, დამატებით დასაბუთებასა და განმარტებას საჭიროებს.

უწყების განცხადებით, დამატებით დასაბუთებასა და განმარტებას საჭიროებს, ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მოცულობაც.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტით შემცირების ტენდენციით ხასიათდება ”სანქციების” მუხლით (ჯარიმები და საურავები) მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი.
კერძოდ, აღნიშნული მუხლი 5.0 მლნ ლარით (7.1%-ით) მცირდება 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შრომის ანაზღაურების ფონდის დაგეგმვის ნაკლოვანებებსა და არასასურველ პრაქტიკაზე საუბრობს. აუდიტის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით საყურადღებოა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე ”შრომის ანაზღაურების“ მუხლის დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებული ნაკლოვანებები. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მომავალი წლის საშტატო რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის დაგეგმვის პროცესში არ ხდება უწყებაში ფაქტიურად შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ოდენობის გასული და მიმდინარე წლების მაჩვენებლების გათვალისწინება და გეგმური საშტატო რიცხოვნობის რეალური მაჩვენებლის განსაზღვრა. ამასთანავე უწყების დასკვნით ბიუჯეტის კანონში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია წლის განმავლობაში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი საბიუჯეტო სასხრების მოცულობის იდენტიფიცირება

როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არ მოიცავს ინფორმაციას ყველა იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებ, რომელიც 2016 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს და ასევე დაგეგმილია მათი ფუნქციონირება 2017 წლის განმავლობაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42