"4 წელი მე უნდა ვიყო იმ დამღით, რომ აი ეს ენმ-ს ამომრჩეველია"- აპირებს თუ არა უსუფაშვილი ნაციონალების მხარდაჭერას
პოლიტიკა - 18:12, 18 Oct, 2016     13075
უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების მეორე ტურში, ამ თემაზე დავით უსუფაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა. დავით უსუფაშვილის თქმით, გიგი წერეთელსა და კობა ნარჩემაშვილს შორის არჩევანის შემთხვევაში ის მხარს არცერთს არ დაუჭერდა.

„ძალიან კარგად მესმის სამოქალაქო სექტორის მიმართვის პათოსი, მესმის, პატივს ვცემ, ვაფასებ, მაგრამ მინდა მათაც მომისმინონ და გავიაზროთ რა ვითარებაში ვართ ახლა. ჩვენ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონა არ არის კარგი და ამას ვამბობდით ყველა დროს. ვინც იყო საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ყველას ძალიან უხაროდა, მაგრამ ყველას სანანებელი გაუხდა, იმიტომ რომ ასეთი გზით დაუშვეს შეცდომები. იმის იმედი რომ "ქართული ოცნება" ამას მიხვდება და რამეს მოიმოქმედებს არ მაქვს. მეორე საკითხია ის, რომ შესაძლებელია თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობის არ მიცემა „ქართული ოცნებისთვის“? - ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ამისთვის საჭიროა მათ 10-15 ოლქში წააგონ. ჩავხედოთ შედეგებს, ჩემს ოლქში მე მესამე ადგილზე გავედი 11.5%-ით , პირველ-მეორე ადგილზე არიან გოგიჩაიშვილი 47%-ით და ქალბატონი სევდია უგრეხელიძე 18-19%-ით, ახლა გინდა თავდაყირა დავდგე და გინდა მთელი საბურთალო შემოვირბინო, ეს ბალანსი ვერ შეიცვლება. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ პოლიტიკურად. პოლიტიკურ შედეგს მე ვერ ვაღწევ თუ ხმას მივცემ ქალბატონ სევდიას, რომელიც კანდიდატთა შორის არ არის ყველაზე უარესი და შეიძლება არის ბევრი დამსახურების მქონე ქალბატონიც. სამაგიეროდ ვაღწევ შედეგს, რომ სრულდება ერთი მხრივ ბატონი ბიძინას და მეორე მხრივ ბატონი მიშას სანუკვარი ერთობლივი ოცნება, რომ ეს ქვეყანა წარმოაჩინონ ორ ფერში: ოცნება და ნაციონალები. ანუ ჩემი აქტით, რომელიც არის პოლიტიკურად აბსოლუტურად უშედეგო იმისთვის, რომ პარლამენტში ძალთა ბალანსი შეიცვალოს, ვბარდები „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ერთადერთ და განუმეორებელ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც მე მივეცი ხმა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვიცოდი, რომ ეს უშედეგო იყო. ახლა ჩვენ გვაყენებენ იმ ვითარებაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერაფერი ვერ მოვაფხვნათ, მაგრამ ჩავბარდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამის შემდეგ ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ გვაბურთავებს, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნება“ - „იცოცხლეთ და გაიხარეთ“. 4 წელი მე უნდა ვიყო იმ დამღით, რომ აი ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია. თუ ვინმეს მართლა აღელვებს საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხი მე ველოდები, რომ ვიღაცა ცოტა კარგად დაითვლის და იმ 3-4 ოლქში სადაც არის პერსპექტივა და ბალანსი შესაბამისია. მივანიშნებ, რომ ცოტა უფრო ფოკუსირებულად ჩახედონ.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42