"10 დღეა ვიძინებ გაურკვეველ საქართველოში, ამასობაში ვგრძნობ ხიფათს"- უსუფაშვილი არჩევნების შედეგებზე
პოლიტიკა - 17:48, 18 Oct, 2016     6072
პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება შეძლო პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანა შეყოვნდა:

“10 დღეა ვიძინებ გაურკვეველ საქართველოში. არჩევნების შედეგებმა ბევრი ვინმე და რამე სრულიად ახლებურად წარმოაჩინა, ჩვენ ვცხოვრობთ განსხვავებულ საქართველოში, რომელიც უკეთესია იმასთან შედარებით რაც იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ შევძლებდით არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. ეს ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ რეგიონში ჯერ კიდევ საკითხავია ხოლმე სამწუხაროდ. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ მივიღეთ უკეთესი საქართველო. მე მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით შეყოვნებული საქართველო. ეს მუხრუჭი მომძლავრდება თუ საერთოდ მოიხსნება და სადღაც გადავვარდებით, უახლოეს მომავალზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, იმათზე ვინც ხალხის მანდატით აღიჭურვა და აღიჭურვა არა უბრალოდ სახელისუფლებო მანდატით, არამედ სუპერ აბსოლუტური ხელისუფლების მანდატით აღიჭურვა. მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს ჩვენ გვესმის „ქართული ოცნების“ ბევრი წარმომადგენლის განცხადება, რომლებიც გვამშვიდებენ, რომ რატომ შფოთავთ, ჩვენ ხომ ნორმალური ხალხი ვართ? მე მჯერა თითოეული მათგანის ინდივიდუალურად, მაგრამ მე ამასობაში ვგრძნობ ხიფათს მათი კოლექტიური ქმედებების გამო და მე ყველა კოლეგას მინდა ამ დროს შევახსენო ერთი მარტივი ამბავ, ჩვენ არაერთხელ ჩავასწორეთ ანტიმონოპოლიური კანონი, რომლითაც ბიზნესსფეროში ვაწესებთ გარკვეულ ლიმიტებს, ამით ჩვენ იმას კი არ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რომელიმე კომპანიას არ ვენდობით და იქ ცუდი ხალხი მუშაობს, არამედ ჩვენ ვებრძვით მონოპოლიას, რომელიც კარგ ადამიანებსაც ცუდისკენ უბიძგებს, მათ შორი პოლიტიკაშიც. მეორე ტურში სერიოზულ ცვლილებას არ ველოდები. მე არ ვამბობ, რომ ხვალიდან დაუწყება უბედურებები საქართველოში, მაგრამ იმას ნამდვილად ვამბობ, რომ ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უახლოესი წლების განმავლობაში უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ის სახიფათო ვითარება, რაც შეიქმნა, გადაწყვეტილებების მიღების დროს სერიოზული შეცდომების დაშვების თვალსაზრისით მინიმუმამდე დავიყვანოთ.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42