გიგლა აგულაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე იმყოფება
პოლიტიკა - 17:07, 18 Oct, 2016     944
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი მინისტერიალი მიმდინარეობს.

მინისტრმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებასა და მდგრად განვითარებას გულისხმობს, ასევე შეაჯამა ბოლო წლებში გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები, კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს პარიზის შეთანხმების იდეას, რომელიც სათბური გაზების შემცირების წინასწარ გათვლებზე დამყარებული ვალდებულების აღებას გულისხმობს.

შეხვედრას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები, გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარი კარმენუ ველა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებოდნენ .

მონაწილეებმა რეგიონში მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები, გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება, კლიმატთან დაკავშირებულ ქმედებები და გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრთა დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც მინისტერიალის ძირითადი გზავნილები და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პრიორიტეტებია ასახული.

ვიზიტის ფარგლებში გიგლა აგულაშვილსა და გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარ კარმენუ ველას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. კომისარმა მინისტრს მადლობა გადაუხადა ქ. ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის - “გარემო ევროპისთვის” წარმატებული ორგანიზებისთვის და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობის პროგრესი.

მინისტერიალი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის ორგანიზებით იმართება და ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

მინისტერიალი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის ორგანიზებით იმართება. მინისტრები შეთანხმდნენ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტერიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე, სადაც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის პროგრესი შეჯამდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42