"ტერორისტი უკრაინის მოქალაქე არ ყოფილა"- აფხაზეთში მომხდარ აფეთქებაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
პოლიტიკა - 13:33, 18 Oct, 2016     7191
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახია უარყოფს მედიაში გავრცლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორისტი რომელმაც სოხუმში, ტელევიზიის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა უკრაინის მოქალაქე ალეკსეი ტოროსენკოა.

„მედიასაშუალებებმა ნებისმიერი რამე შეიძლება დაწერონ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ასეთი ცნობა. ეს ინფორმაცია თითიდან გამოწოვილია“ - განაცხადა ასლან კობახიამ. მან მედიასაშუალებებს მოუწოდა, რომ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციებს დაეყრდნონ და არა „ანონიმშიკებს“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის მუჰამედ კილბას თქმით, მამაკაცის სახელი და გვარია ბადრაკ ავიძბა და ის პოლიტიკოსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო აღნიშნული პიროვნება:

„ის ჩამოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსზე თავდასხმა განეხორციელებინა“ - განაცხადა კილბამ.
მუჰამედ კილბამ აღნიშნა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება.

„ეს ადამიანი აფხაზეთში მეორედ იმყოფებოდა. პირველად ის იყო ზაფხულში, გარკვეული პერიოდი. მეორედ ის 2 ოქტომბერს ჩამოვიდა და მას შემდეგ აქ იმყოფებოდა. მისი პიროვნება დადგენილია, დგინდება მისი აქაური კავშირები, პირველ ჯერზე ის ჩამოვიდა ერთ მამაკაცთან ერთად, რომელიც ან ყრუ-მუნჯი იყო, ან თავს ამად ასაღებდა. ყველა კავშირები და კონტაქტები, რომელიც მას აქ ქონდა დგინდება, საინტერესოა მისი კონტაქტები რუსეთშიც. ამ ნაწილის დადგენაზე ჩვენი რუსი კოლეგები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ, რადგან აღნიშნულ საქმიანობას ის შესაძლოა რუსეთშიც ეწეოდა“ - განაცხადა კილბამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42