20 მილიონი ევრო 25-მდე სკოლისთვის- ნოდარ ხადურმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა
პოლიტიკა - 12:15, 18 Oct, 2016     1951
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (СEB) სახელით ქვეყნის მთავარმა მენეჯერმა, ვიტომირ მაილს რაგუზმა (Vitomir Miles Raguz) ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად.

შეთანხმებების ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი, საიდანაც 14 მილიონი ევრო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხია, ხოლო 6 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდიდან (E5P) გამოყოფილი გრანტი.

აღნიშნული რესურსი, რომელსაც, ასევე, ემატება 2 მოლიონი ევროს ღირებულების საქართველოს თანამონაწილეობა, შესაძლებლობას გვაძლევს განხორციელდეს თბილისის 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდა. პროექტის მთავარი ამოცანაა, გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო, სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და პედაგოგთა სამუშაო პირობები.

პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი; გაუმჯობესდება შერჩეული/გარემონტებული სკოლების მდგრადობა; შემცირდება თბილისის სკოლების ინფრასტრუქტურული მოწყვლადობა სეისმური აქტივობების მიმართ; სულ მცირე 40%-ით შემცირდება ენერგიის მოხმარება შენობებში.

ეს არის პირველი პროექტი, რომელიც СEB-ის დაფინანსებით განხორციელდება საჯარო სექტორში, ხოლო მეორე პროექტი, რომელიც E5P-ს თანადაფინანსებით განხორციელდება. პირველი პროექტის ფარგლებში, E5P-ის ფონდიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, გამოყოფილი გრანტით, მიმდინარეობს თბილისის ავტოპარკის განახლება.

აღნიშნული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო" განახორციელებს.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შალუტაშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი ფონდის კურატორი, მმართველი დირექტორი ალისტერ კლარკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42