"ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება"- ლევან იზორია
პოლიტიკა - 10:40, 18 Oct, 2016     1325

ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” შემოვიდა. ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსა და რეგიონისადმი ინტერესსა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ფრანგულ გემზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. ფრანგულ სამხედრო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსი პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის გადაწყვეტილებით, დღესვე ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ ქართულ მხარეს სამთო აღჭურვილობა გადაცა. ფრანგული მხარის საჩუქარი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ ჩაიბარა.

„ამერიკული სამხედრო ხომალდის შემდეგ უკვე ფრანგულ სამხედრო ხომალდს ვსტუმრობთ, რაც ნათელი დადასტურებაა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. ეს ასევე მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, კერძოდ შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ ფრანგულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი და ეფექტური გამოცდილება გვაქვს. წელს ერთად ვზეიმობთ საჩხერის სამთო სკოლის ათი წლის იუბილეს. ფრანგებთან ერთად ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ასე რომ ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ფრანგული სამხედრო ხომალდის საქართველოში შემოსვლის შესახებ სექტემბერში, საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მქონდა შესაძლებლობა ჩემი კოლეგისთვის მეთქვა, რომ ვაპირებთ ჩვენი წარმომადგენლობის გაძლიერებას შავ ზღვაში. ეს ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო, სანდო და კონსტრუქციულია,“ - განაცხადა მან.
სამხედრო ხომალდი ექსპლუატაციაში 1981 წლის 5 დეკემბერს შევიდა. „პრემიე მეტრ ლ’ ერი“ პატრულირებას უკვე 25 წელია ახორციელებს. მისი ეკიპაჟი 7 ოფიცრისგან, 58 საზღვაო ოფიცრისგან და 24 მეზღვაურისგან შედგება.

თავდაპირველად, ფრანგული ხომალდის მთავარი დანიშნულება და მისია ზღვის სანაპირო წყლებში ნავსაწინააღმდეგო საბრძოლო ამოცანის შესრულება იყო. დღეს კი ხომალდს მრავალმხრივი ფუნქცია აქვს და ისეთ ოპერაციებშია ჩართული, როგორიცაა - სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ძალების მხარდაჭერა; საზღვაო მონაკვეთების მონიტორინგი; ზღვისიქითა ტერიტორიების საზღვაო მონიტორინგი; სამაშველო ოპერაციები და საზღვაო პოლიცია.

ფრანგული სამხედრო ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” ბათუმის პორტს 20 ოქტომბერს დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42