გემის ბათუმში ვიზიტთან დაკავშირებულ მიღებას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ეს ღონისძიება კიდევ ერთელ უსვამს ხაზს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხივი თანამშომლობის ფართო სპექტრს.
„სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ბევრად წარმატებული ნაბიჯები იდგმება საფრანგეთის მთავრობის ხელშეწყობით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია შავი ზღვის უსაფრთხოებისკენ.
„საფრანგეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, როგორც საზღვაო უსაფრთხოების ასევე საჰაერო უსაფთხოების ნაწილში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული სამხედრო ხომალდის საქართველოში შემოსვლის შესახებ სექტემბერში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა საგრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ღონისძიების ფარგლებში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ ქართულ მხარეს სამთო აღჭურვილობა გადასცა, რომელიც საჩხერის სამთო მომზადების სკოლას გადაეცემა.
ფრანგული სამხედრო ხომალდს, რომელიც 1981 წელს შევიდა ექსპუატაციაში, მრავალმხრივი ფუნქცია აქვს და ისეთ ოპერაციებშია ჩართული როგორიცაა სტრატეგიული დანუშნულების წყალქვეშა ძალების მხარდაჭერა, საზღვაო მონაკვეთების მონიტორინგი, ზღვისიქითა ტერიტორიების საზღვაო მონჯტორინგი, სამაშველო ოპერაციები და საზღვაო პოლიცია.
ფრანგული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს 20 ოქტომბერს დატოვებს
მასალის გამოყენების პირობები






