კამპანია საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ - სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს
პოლიტიკა - 19:58, 17 Oct, 2016     3002
სამოქალაქო საზოგადოება მიმართვის ტექსტს ავრცელებს და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.


„ჩვენ ვაცნობიებთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პრინციპით იხელმძღვანელოს. მოგმართავთ თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პროდასავლურ პარტიებს, რომელთათვისაც, გვჯერა, ღირებულია ქვეყნის განვითარების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები, გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ. გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები იხელმძღვანელებთ რაციონალიზმის და არა პარტიული დაპირისპირების პრინციპით,"- აღნიშნულია მიმართვაში.


"ნიუპოსტი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას,

ირაკლი ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს,

ახალ პოლიტიკურ ცენტრს - გირჩი,

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის,

ახალ მემარჯვენეებს,

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,

პოლიტიკურ პლატფორმას - ახალი საქართველო,

საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას

მიმართვა

"არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ. ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე.

"საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი. პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაჟღერდა მინიშნებები პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ, რამაც შესაძლოა, გზა გაუხსნას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობას, გადაიყვანოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან და დააკარგვინოს ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების სახით მოიპოვა.

"ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება, რომ ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი საკონსტიტუციო უმრავლესობა გამორიცხავს სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საშინაო თუ საგარეო საკითხებზე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციების, კონსენსუსისა და დიალოგის შესაძლებლობებს.

"ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმოყრა გზას უხსნის იმ რეალობას, რომელიც გვეგონა, რომ ჩვენმა ქვეყანამ განვითარების ბოლო 25 წლის მანძლზე უკან მოიტოვა. ნუ დავბრუნდებით წარსულში!

"ჩვენ ვაცნობიებთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პრინციპით იხელმძღვანელოს. მოგმართავთ თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პროდასავლურ პარტიებს, რომელთათვისაც, გვჯერა, ღირებულია ქვეყნის განვითარების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები, გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ. გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები იხელმძღვანელებთ რაციონალიზმის და არა პარტიული დაპირისპირების პრინციპით"- ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ: გურჩიანი თამარ, ბუღაძე ლაშა, დევდარიანი ზვიად, ბასილაია-შავგულიძე ლიკა, მშვენიერაძე გიორგი, ფერაძე ნატა, ტანგიაშვილი ნოდარ, კაკაბაძე ნინია, ელისაშვილი ცირა, დანელია ნინო, შამუგია პაატა, ბუხრიკიძე დავით, ცოფურაშვილი თათა, ჭითანავა ეკა, თაბაგარი გიორგი, პატარაია ბაია, ხატიაშვილი თეო, ნონიაშვილი გიორგი, ხოშტარია გოგი, ფანცულაია ნანა, მინდიაშვილი ბექა, ცინცაძე ნინო, დევდარიანი ქეთი, ეძგვერაძე გია, კიკნაველიძე ირაკლი, გურული მაგდა, ზაუტაშვილი ილიკო, ცეცხლაძე ნიკო, კორძაია-სამადაშვილი ანა, ჯაფარიძე მამუკა, ჯიბუტი სოფო მანჩხაშვილი ნოდარ, ბაბუნაშვილი ვახო, მშვილდაძე მიშა, ბასილაია მერაბ, ჟვანია ანა, საღინაძე ირაკლი, გულედანი აჩიკო, უგულავა სალომე, ქავთარაძე გოგი, აბაშიძე ზაზა, ღავთაძე მაკო, ჩხიკვაძე ანა, ხონელიძე ლელა, გელავა სოფო, თურმანიძე თორნიკე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42