მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდოდატები მეორე ტურებში 50-ივე მაჟორიტარულ ოქში გაიმარჯვებენ.
ქართული ოცნების წევრი პროდასავლური პარტიების ერთობის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ დაწყებული კამპანია ქართული ოცნების ანტი პიარისკენ არის მიმართული.
"ეს არის მეორე ტურისთვის ნეგატიური პიარკამპანია ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომ ჩვენმა კანდიდატებმა წააგონ, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვენ გავიმარჯვებთ. გასაკვირი იყო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამდენი ხმა აიღო, მეც გამიკვირდა. სხვა პარტიების რეაქცია არის ძალიან მარტივი, რომ ელემენტარული თავმოყვარეობის ამბავია, როცა ამბიციური პარტიები 5% ბარიერს ვერ ლახავენ. ამის გასამართლებად ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. გაუქმებული ხმების უმრავლესობა ქართული ოცნების არის. ამით შეიძლება იყოს განპირობებული ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელიც. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატები და ეს არის მთავარი იმის საფუძველი რომ 50-დან 50-ივეში გავიმარჯვებთ. ამაში დარწმუნებულები ვართ. ქართული ოცნება ღირებულებებზე და ადამიანებზე ორიენტირებულია, თუ გამართლდა და ჩვენ გვექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა რეფორმები უფრო სწორი იქნება,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






