ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციის(ICAO) კონფერენციას მასპინძლობს
პოლიტიკა - 17:27, 17 Oct, 2016     1165
საჰაერო მარშრუტების მოდერნიზაცია და ევროპისა და აზიის ახლო ნაწილის საჰაერო სივრცის განვითარება ამ თემებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონფერენციას მასპინძლობს.

(ICAO) კონფერენციას რომელიც თბილისში 5 დღეს გასტანს იკაოს ევროპულ ბიუროში შემავალი ყველა ქვეყნის დელეგატი დაესწრო, მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ასევე იკაოს 3 ოფისის (ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის) წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. მსგავსი მასშტაბის ღონისძების საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, ქვეყანაში მეტად განვითარდეს საავიაციო ინდუსტრია.

საჰაერო მოძრაობის მარშრუტების განვითარების ჯგუფის (RDGE) 25-ე საიუბილეო შეხვედრა, რომელიც თბილისი-მარიოტში ტარდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გახსნა. დავით ხუციშვილის განცხადებით: “ქვეყნისთვის, რომელიც თავისი პოლიტიკით ყალიბდება როგორც სატრანზიტო ჰაბი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პარტნიორი ქვეყნებისთვის მიმზიდველები საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც გახდეს. საქართველოს, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით შეუძლია, უმოკლესი მარშრუტების მეშვეობით ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც დააკავშიროს ერთმანეთთან აზია და ევროპა“.

ICAO-ს თავისუფალი საჰაერო მარშრუტების განვითარების ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა. ჯგუფის მისია საჰაერო მარშრუტების ოპტიმიზაციის კონცეფციის შემუშავება და მისი იმპლემენტაციაა. კონცეფცია გულისხმობს იმ ტიპის საჰაერო სივრცის შექმნას, რომლის გამოყენებისას ავიაკომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ფრენის მარშრუტის დადგენისას აირჩიონ უმოკლესი მანძილი და შეძლონ შემოსვლის და გასვლის უმოკლეს წერტილებს შორის რეისის დაგეგმვა, ისე რომ არ დაჭირდეთ საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან წინასწარი შეთანხმება, ასევე კონკრეტული საჰაერო მარშრუტის მითითება.

მოკლე საჰაერო მანძილი კი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას. საჰაერო მარშრუტების მანძილის შემცირება პირდაპირ კავშირშია ბილეთის ფასთანაც, რაც დადებითად აისახება ტურიზმზე და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაზეც.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ევროპის საჰაერო სივრცის მოწყობის პროცესში ICAO-ს ასეთი მნიშვნელოვანესი ჯგუფის 25-ე საიუბილეო შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა სწორედ საქართველოა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან კონსტრუქციული და სანდო როლის შესრულება ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან,”- განაცხადა საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

დღეს საქაერონავიგაცია საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დამატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის.

აღნიშნულ შეხვედრაზე შპს “საქაერონავიგაციას” ჯგუფისთვის შეთავაზებული აქვს 3 ახალი მარშრუტის დამატება, რომლებიც გააერთიანებს ჩვენი რეგიონის რამდენიმე ქვეყანას და რეგიონალურ ჭრილში მოიზიდავს უფრო მეტ ავიაკომპანიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42